"საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთში მომხდარ მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია"
"საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთში მომხდარ მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია"

A+ A-

23:50 17/05/2021

საბერძნეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეს მომხდართან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

"საბერძნეთის პოლიცია ღლიკა ნერაში ახალგაზრდა გოგოს გახმაურებული მკვლელობის საქმის გამოძიებას აგრძელებს. საბერძნეთის პოლიციის განცხადებით, დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია არაერთი კვალი, მათ შორის, დნმ-ის. რაც ნიშნავს, რომ დამნაშავეებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს და კვალი ვერ დამალეს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო აღნიშნულ დანაშაულში და რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს ევროსის საზღვარზე ყალბი პასპორტით ქვეყნის დატოვების მცდელობის დროს, უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, რომ მას მომხდარ ფაქტთან კავშირი არ ჰქონია", - წერს საბერძნეთის საელჩო საქართველოში ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.