ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ
ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ

A+ A-

11:38 18/05/2021

ბორჯომის N1 და N2 ჩამომხსმელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამ დროისთვის ორივე ქარხნის მუშაობა სრულად გაჩერებულია.

გაფიცულია 350-მდე თანამშრომელი. ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
 
"მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების ზრდას, დასვენებისა და შესვენების უფლების ქონასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება. დასაქმებულთა თქმით, მათი ხელფასები ერთი წლის განმავლობაში 200-250 ლარით იკლებდა. კადრების სიმცირის გამო შესვენებით ვერ სარგებლობენ და ზეგანაკვეთურ სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს უხდიდნენ.

გაფიცულები ხელმძღვანელ პირებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, ასევე მიმდინარეობდა 21 დღიანი სამედიაციო პროცესი, მაგრამ უშედეგოდ"-აცხადებენ პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობაში.

ადგილზე მობილიზებულულია დიდი რაოდენობით პოლიცია.