დმანისში ამ დროისთვის სიმშვიდეა
დმანისში ამ დროისთვის სიმშვიდეა

A+ A-

11:53 18/05/2021

დმანისში, სადაც გუშინ, მთელი დღის მანძილზე დაძაბული იყო ვითარება, ამჟამად სიმშვიდეა. ამის მიუხედავად, ადგილზე უსაფრთხოების მიზნით ისევ რჩებიან საპოლიციო ძალები.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონსესუსი ქმედითი უნდა იყოს, ამასთან, გამოძიება სწორად უნდა წარიმართოს და დასრულდეს კონკრეტული შედეგით.

"ხელის ჩამორთმევას სამომავლოდ სჭირდება ის განგრძობითი პროცესები, რომელიც გაამყარებს იმ ყველაფერს, რომელიც გუშინ მოლაპარაკების დროს შედგა. ორივე მხარე ერთნაირად უნდა ეცადოს, რომ ადეკვატური საქციელების საფუძველზე დაამტკიცოს ის შეთანხმება, რაც გუშინ შედგა.

ამ ქვეყანაში არავის არ უნდა ეგონოს, რომ კანონზე მაღლა დგას და ისეთი რაღაცების კეთება შეუძლია, რაც კანონს ეწინააღმდეგება. კანონი უნდა არსებობდეს, როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის. გამოძიება უნდა შედგეს, რომ ყველაფერს პასუხი გაეცეს, რაც ამ დღეებში ჩვენ აქ ვიხილეთ"-აცხადებენ ადგილობრივები.

16 მაისს დმანისში ადგილობრივები ერთმანეთს ყოფით ნიადაგზე დაუპირისპირდნენ