"გლოვოს" კურიერების გაფიცვა გრძელდება
"გლოვოს" კურიერების გაფიცვა გრძელდება

A+ A-

13:27 18/05/2021

"გლოვოს" კურიერები უკვე მესამე დღეა, გაფიცულები არიან. მოთხოვნები უცვლელია: მიტანის სერვისში დასაქმებულები ბონუსს სისტემის და ობიექტამდე მისასვლელი თანხის შენარჩუნებას ითხოვენ. ამასთან, მათი მოთხოვნაა, ყველა პირმა, ვისაც აპლიკაციასთან წვდომა შეუწყვიტეს, კვლავ შეძლოს კომპანიაში მუშაობა.

მოლაპარაკებები გუშინ დამსაქმებელთან გაიმართა. ამჟამად, კურიერების პოზიცია ორად გაიყო. ნაწილი კომპანიის შეთავაზებაზე, საბონუსე სისტემის ამუშავებასთან დაკავშირებით, დათანხმებას აპირებს, ნაწილი კი უარზეა.

"კომპანიის ერთადერთი შემოთავაზება არის საათობრივი ბონუსების ჩართვა და გუშინ მოლაპარაკების შედეგი ის იყო, რომ დაგვპირდნენ, ერთი წელი ეს საათობრივი ბონუსები არ შეიცვლება, მაგრამ ობიექტამდე მანძილის ანაზღაურება მაინც იქნება გაუქმებული, თუმცა საბაზისო ტარითი 30 თეთრით გაიზრდება. ამით შეეცადნენ ამის კომპენსირებას.

გამოცდილი კურიერები ვინც ვართ, ვიცით, რომ ეს არის სრული აბსურდი. ვინაიდან აზრები გაიყო და არიან ის კურიერები, რომლებიც მზად არიან, დღეში 20 ლარზე იმუშაონ და ზუსტად მაგათი იმედი რომ ჰქონდათ. ჩვენს ერთიანობას შეუდგა წყალი და გამოდის, რომ დავნებდით და ვერ გავიტანეთ ჩვენი სიტყვა ბოლომდე"- აცხადებს ერთ-ერთი კურიერი.

კურიერების საბოლოო პოზიცია, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში იქნება ცნობილი.