წყალტუბოში 18 წლის ბიჭი დაჭრეს
წყალტუბოში 18 წლის ბიჭი დაჭრეს

A+ A-

19:53 18/05/2021

გავრცელებული ინფორმაციით, წყალტუბოში 18 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა.

როგორც ცნობილია, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.

ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 117-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.