"ერთი ესაა პოლიტმატიმარი და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი"
"ერთი ესაა პოლიტმატიმარი და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი"

A+ A-

11:31 20/05/2021

უფლებადამცველი ბაია პატარაია გოგი წულაიას პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს და პოლიტიკოსებს მიმართავს.

"ერთი ესაა პოლიტმატიმარი და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი. ნუ აკნინებთ "პოლიტპატიმრის" სტატუსს, პოლიტიკოსებო. არ შეიძლება ყველა სიტყვის გამოშიგვნა და თქვენვე გაზიანებთ სექსუალურ მოძალადეს რომ იცავთ. სახეს ნუ დაკარგავთ პოლიტიკოსები, თორემ წულაიას აღარაფერი აქვს დასაკარგი და საშინლად აწყობს ეგ სტატუსი", - წერს პატარაია.

სასამართლო პოლიტიკოსს მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად წულაია დანაშაულს არ აღიარებს და თავს ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლად და ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს.