"რატომ არ უნდათ? ალბათ, ეზარებათ, ისევე როგორც ხალხში გასვლა"
"რატომ არ უნდათ? ალბათ, ეზარებათ, ისევე როგორც ხალხში გასვლა"

A+ A-

15:26 20/05/2021

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია არჩევნების შემსწავლელ კომისიაზე კონტროლის მოპოვებას უნდა ცდილობდეს და უარი არ უნდა თქვას.

"ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შემსწავლელ კომისიაზე უარის თქმა არის მძიმე პოლიტიკური შეცდომა. ისინი უარს კი არ უნდა აცხადებდნენ, არამედ უნდა ცდილობდნენ ამ კომისიაზე კონტროლის აღებას, რაც კანონით არის დაშვებული.

ორი ვარიანტი:
1. თუ ხელისუფლება წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ გასაგებია, რომ “ბუდეა” და უნდა გადაახდევინონ შესაბამისი ფასი.

2. თუ არ გაუწევს, მაშინ კომისიის ტრიბუნა უნდა იქნას გამოყენებული დიდი საჯარო პროცესის წასაყვანად. თამარ ჟვანიას და კომისიის სხვა წევრების საჯარო დაკითხვებით, სისხლის სამართლის საქმეების ინიცირებით კარგად ცნობილ ფაქტებზე და ა.შ. და ა.შ.

გასაგებია, რომ ხელისუფლება დასკვნას არ მიიღებს, მაგრამ ჭკვიანურად მართვის პირობებში, ეს შეიძლება გახდეს საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

რატომ არ უნდათ?

ალბათ, ეზარებათ, ისევე როგორც ხალხში გასვლა..."- წერს ექსპერტი პირად ფეისბუქ გვერდზე.