ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს დაავალა, ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ
ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს დაავალა, ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ

A+ A-

21:00 24/05/2021

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ ბელარუსთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვტილება ზელენსკიმ მინსკის ინციდენტთან დაკავშირებით მიიღო.

სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, როდიდან შეაჩერებს უკრაინა ბელარუსთან ავიამიმოსვლას.

მინსკში 23 მაისს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. პროტასევიჩი ავიაკომპანია "რაინეარის“ თვითმფრინავით ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

რომან პროტასევიჩს ბელარუსში თავისუფლების 15-წლამდე აღკვეთა ემუქრება.