"სხვა დროს, როდესაც ტყუილის თქმის ტირაჟირებას გადაწყვეტთ, იქნებ რამე ეგზოტიკურიც დააბრალოთ გახარიას!"
"სხვა დროს, როდესაც ტყუილის თქმის ტირაჟირებას გადაწყვეტთ, იქნებ რამე ეგზოტიკურიც დააბრალოთ გახარიას!"

A+ A-

16:08 27/05/2021

კახაბერ ქემოკლიძე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ტვ იმედის ამ ნიუსის წაკითხვისას ერთი საინტერესო გამოთქმა გამახსენდა - “ტყუილს (დეზინფორმაციას) შეუძლია ნახევარი მსოფლიო შემოიაროს, მანამ სანამ სიმართლე თასმების შეკვრას დაიწყებს“. მეგობრებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენ თასმებს ძალიან სწრაფად ვიკრავთ.

P.S. სხვა დროს, როდესაც ტყუილის თქმის ტირაჟირებას (იმედია უნებლიედ) გადაწყვეტთ, იქნებ რამე ეგზოტიკურიც (მაგალითად Euskadi Ta Askatasuna-თან (ETA), ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან (IRA) ან თუნდაც Al-Qaeda-თან თანამშრომლობა და საერთო დაფინანსების წყაროების პოვნა) დააბრალოთ გახარიას!  Well, Good Luck!", - წერს ქემოკლიძე.

"იმედმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილი გახდა.