"კაქი ლაა, შეწუხდა ქალაქის "ელიტა"... ვის რა სტკივა, სად რა დაიყიდება, სულ სარეცხის თოკზე არ გკიდიათ?"
"კაქი ლაა, შეწუხდა ქალაქის "ელიტა"... ვის რა სტკივა, სად რა დაიყიდება, სულ სარეცხის თოკზე არ გკიდიათ?"

A+ A-

23:48 27/05/2021

საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში "რიონის ხეობის მცველების" პროტესტს და საზოგადოების ნაწილის რეაქციებს ეხმაურება.

"კაქი ლაა... შეწუხდა ქალაქის "ელიტა" ორი დღე "რიონელების" მიერ გადაკეტილი გზით. ვაიმე, როგორ გაბედეს და "ძისკომфორტი" შეუქმნეს ვიღაც ჩამოსულებმა ქალაქში მათ უფრო მნიშვნელოვან თემებზე მანქანით ბოდიალში. თურმე ნარკო ბუდე კლუბ "ბასიანისთვის", სარალიძის და მაჩალიკაშვილის დაღუპული შვილებისთვის, ნიკა მელიას გათავისუფლებისათვის და ა.შ მრავალკვირიანი და მრავალთვიანი აქცია - გზის გადაკეტვები მოსულა და საქართველოს მიწის დაკარგვის, ბოროტად გამოყენების თუ ნახევარი საქართველოს დატბორვის აქციების გამო, როგორ გაბედეს მათი "ინწიმის" და მყუდროების დარღვევა. წავიკითხე ამაზრზენი სტატუსები..."ბიჭო(ვარლამ) დედაქალაქს შეეშვი რაა...ხელებს თბილისში ნუ აფათურებ ბიჭოო...აქ რა გესაქმება ძმაო, წადი რა, სადაც სადაო ადგილია იქ იდექი...აქ ძილს ნუ გვიფრთხობ. საერთოდ...რა ფულით ფინანსდები "ბიჭო" და ა.შ

შენ თემა მითხარი თუ რას ხმარდება ეს ფული თორემ მამა გიცხონდათ, ზემოაღნიშნული აქციები ხომ ბებიათქვენის მუთაქებიდან იყო დაფინანსებული და "შემოწირულობები" არ მიგიღიათ და საერთოდაც, ყოველი მეორე ეკლესია სადაც სანთელს ანთებთ, ბიზნესმენების და ხშირად კანონიერი ქურდების "ბინძური", გათეთრებული და მათი ცოდვების მოსანანიებელი ფულით რომ არის აშენებული ვითომ არ იცით სირაქლემის პოზაში მყოფნო.

ფუი, ამ ადამიანებს, ამ ბალასტს შესწირეს თავი ტატუნაშვილებმა, ანწუხელიძეებმა და მისთანებმა, რომ ამათი დასაყენებელი გახდეს "ამინდი" საქართველოში?

კარგი, კი ბატონო, წავლენ და წავიდნენ უკვე ისევ მათ ხეობაში. დაწყნარდით, გზა გაიხსნა...თქვენს პიპიასაც დისკომფორტი აღარ შეექმნება. მთავარია... ბინის და სახლის წინ სადარბაზო და ეზო ხომ კარგად გაქვთ მოხვეტილი? ვარდები, ხეები და სხვა მწვანე კულტურები ხომ გაქვთ კარგად მორწყულ-გაპარსული? და იქ. სადღაც ნამოხვანში და საქართველოს სხვა ადგილებში ვის რა სტკივა, სად რა დაიყიდება, დაიტბორება, ჩამოინგრევა სულ სარეცხის თოკზე არ გკიდიათ? მთავარია...გზა არ გადაიკეტოს და ვიღაც "ჩამოსულმა" და "სოფლის და რუსეთ-თურქეთის შერეულ სუნიანმა" ბიჭმა და მისმა ამალამ სიმშვიდე არ დაგირღვიოთ.

და აი, ასეთ ხალხს ან ეს 80% როგორ აქვს შერჩენილი საკითხავი ესაა და არა ის "ახეული" 20%!!!", - წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.