"პოლიტიკურ აქტიურობას არ ვაპირებ, იმედი მაქვს, მალე ისევ უცხოეთში წასვლა და მუშაობა მომიწევს"
"პოლიტიკურ აქტიურობას არ ვაპირებ, იმედი მაქვს, მალე ისევ უცხოეთში წასვლა და მუშაობა მომიწევს"

A+ A-

17:07 30/05/2021

აჩიკო არველაძის თქმით, გიორგი გახარიას პრეზენტაციაზე მისვლა არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში ჩართვასა და ფეხბურთიდან წასვლას აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

"პოლიტიკურ აქტიურობას არ ვაპირებ, რადგან მე ჩემი საქმით ვარ დაკავებული. იმედი მაქვს, სულ ცოტა ხანში ისევ უცხოეთში წასვლა და მუშაობა მომიწევს. ყველა ადამიანივით ჩვენც რაღაც მოვლენები ინფორმაციულ დონეზე გვაინტერსებს. სადღაც მივალ, სადღაც დამპატიჟებენ, სადღაც კი არ მიმიწვევენ და ასე შემდეგ. მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს“, – განაცხადა აჩიკო არველაძემ საქართველოს პირველ არხთან.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის თქმით, ის და მისი ტყუპისცალი შოთა არველაძე ახალ გუნდთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

„შოთა რომელ გუნდს ჩაიბარებს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, მაგრამ მოლოდინში რეჟიმში ვართ. მოლაპარაკება გვაქვს ევროპულ გუნდებთან, არის ვარიანტები თურქეთსა და აზიურ ქვეყნებში, მაგრამ ჯერ გარკვეული არაფერია“, – აცხადებს არველაძე.