"ახლა გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება"
"ახლა გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება"

A+ A-

15:08 02/06/2021

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა.

“გახარიას გამბიტი”

გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა.
ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა საკუთრივ რიგგარეშე არჩევნების პოსტ-საარჩევნო კოალიციაში "ქართული ოცნების" პარტნიორად უფრო უნდა მოვიაზროთ.

შესაბამისად, ახლა გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება. მთელი დაგროვილი ენერგია მის წინააღმდეგ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უნდა გააქტიურდეს", - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.