ქნესეთმა ისრაელის პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია
ქნესეთმა ისრაელის პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია

A+ A-

15:49 02/06/2021

ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა პრეზიდენტად ისააკ ჰერცოგი აირჩია. მის კანდიდატურას 120-წევრიანი ქნესეთის 87-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ჰერცოგი იქნება ისრაელის მე-11 პრეზიდენტი. ის აღნიშნულ თანამდებობაზე რუვენ რივლინს შეცვლის, რომლის პრეზიდენტობის ვადა 9 ივლისს იწურება.

ისააკ ჰერცოგი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის ხაიმ ჰერცოგის შვილია. ხაიმ ჰერცოგი იყო ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტი, ის ამ თანამდებობას 1983-1993 წლებში იკავებდა.