"პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს"
"პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს"

A+ A-

13:51 04/06/2021

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს.

"ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.