"ზუსტადაც უნდა გამოიძიონ რა მოხდა, ვის რა დაუშავა, რომ ავტომატი დაუშინეს ფეხებში"
"ზუსტადაც უნდა გამოიძიონ რა მოხდა, ვის რა დაუშავა, რომ ავტომატი დაუშინეს ფეხებში"

A+ A-

18:28 04/06/2021

ქუთაისში, სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი 31 წლის სამხედრო დიმიტრი ბუცხრიკიძეა. როგორც ირკვევა, ის მესამე ქვეით ბრიგადაში მსახურობს.

 "დედა ვარ და მინდა გავიგო რა მოხდა. ჩემი შვილი უდანაშაულოა. ჩიტი არ ჰყავს მოკლული, უპატიოსნესი ბიჭია. ზუსტადაც უნდა გამოიძიონ რა მოხდა, ვის რა დაუშავა, რომ ავტომატი დაუშინეს ფეხებში.

მე მეთაური დამიკავშირდა და მითხრა, ასეთი სიტუაციააო. ანუ, სამსახურიდან გამოვიდა, მუშაობა დაამთავრა და კოჭში მოხვდა ტყვია, 200 მეტრიდან აქვს ვიღაცას ნასროლიო. ვინ ესროლა არ ვიცი, როგორც ჩანს ჩასაფრებულმა ესროლა", - აცხადებს დაჭრილის დედა.

31 წლის დიმიტრი ბუცხრიკიძე ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. მას უკვე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა კიდურის შენარჩუნება მოახერხეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.  

მომხდარზე საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.