მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს
მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს

A+ A-

11:56 05/06/2021

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა თბილისის ზღვაზე არასრულწლოვანი გადაარჩინეს.
 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფმა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი საშუალებებით არასწრულოვანთან დროულად მივიდნენ და ნაპირიდან 20-25 მეტრის მოშორებით მყოფი მოზარდი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.