აბასთუმანში 7 გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ
აბასთუმანში 7 გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

A+ A-

12:30 06/06/2021

აბასთუმანში მაშველები 7 ახალგაზრდას ეძებენ. ისინი 3 დღის წინ ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება. ბოლოს ახალგაზრდები მწყემსმა 4 ივნისს, 5 საათზე ტყეში ნახა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკარგულები უკანასკნელად ზეკარის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, ბოლოს მათთან სატელეფონო კავშირი 3 ივნისს შედგა და მას შემდეგ ისინი ხაზზე არ გამოდიან.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია პოლიცია, 40 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები. სამძებრო ოპერაცია დრონებით მიმდინარეობს.