პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ქალიშვილი შეეძინათ
პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ქალიშვილი შეეძინათ

A+ A-

21:08 06/06/2021

დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. გოგონა 4 ივნისს კალიფორნიის ქალაქ სანტა-ბარბარას სამშობიაროში დაიბადა.

ახალშობილის სრული სახელი ლილიბეთი "ლილი“ დაიანა მოუნთბათენ-უინდზორი - დედოფალ ელისაბეტისა და ჰარის დედის, პრინცესა დაიანას პატივსაცემად.

წყვილისთვის ეს მეორე შვილია. მათი ვაჟი არჩი 2 წლისაა.