"ინვესტორი სრულიად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას"
"ინვესტორი სრულიად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას"

A+ A-

17:08 07/06/2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ნამოხვანჰესის საკითხს შეეხო. ნათია თურნავას განაცხადებით, მათ ინვესტორთან ხშირი კონტაქტი აქვთ და საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მედიაციის პროცესია (ევროკავშირის თაოსნობით), რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება.

"ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს მსხვილ ინვესტორებთან. "ენკას“ ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით. პირადად მე მაქვს ხშირი კონტაქტი. ერთ-ერთი მთავარი თემა შეხვედრის და საუბრის არის, მათ შორის,  მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე, უახლოეს დღეებში დაიწყება. ინვესტორი სრულიად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. მით უფრო, რომ უკვე წავიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისზე - ვგულისხმობ კაშხლის მშენებლობის ვადის გადაწევას, ხეობის განვითარებისთვის დამატებითი ფონდის შექმნას, ყველა კვლევის გახსნას"-აცხადებს თურნავა.

მინისტრის განცხადებით, 15-მდე ორგანიზაციამ "ნამოხვანჰესის“ პროექტის შესახებ არსებული კვლევები გამოითხოვა.

"ჩვენ ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება მათგან დასკვნა, რომლითაც ჩვენ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გადახედოს მას, გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს, ანუ საკმაოდ კარგი პროცესი მიდის“- განაცხადა ნათია თურნავამ.

პარალელურად, რიონის ხეობაში პროტესტი 224-ე დღეა გრძელდება.