"დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის"
"დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის"

A+ A-

18:21 07/06/2021

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს.

"მოგეხსენებათ, დემოკრატია ეს არის მუდმივი მუშაობა, მუდმივი დემოკრატია განვითრებისთვის. ეს არის ასახული ჩვენს, ამერიკის კონტიტუციაში, რომ მუდმივად უნდა გავწიოთ ძალისხმევა უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მისაღწევად. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დემოკრატულმა ინსტიტუტებმა აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა ბევრია კვლავ გასაკეთებელი.

რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. უნდა მოხდეს ყველა საკითხის გათვალისწინება, როგორიც არის მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ეს ყველაფერი რეფორმით უნდა იქნეს გადაჭრილი. რა თქმა უნდა 19 აპრილის შეთანხმება ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით, ეს ნიშნავს, რომ ამ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მუშაობის პროცესი უნდა იყოს ძალიან ინკლუზიური და მასში უნდა ასახვა ჰპოვოს მრავალფეროვანმა მოსაზრებებმა საქართველოს საზოგადოების. კარგი გახლავთ ის, რომ გარდა იმ ინსტიტუტებისა, ასევე გახლავთ საერთაშორისო დახმარება ვენეციის კომისიის სახით ამ მიმართულებით და სხვადასხვა რეკომენდაციების, რაც საქართველოს წაადგება ამ რეფორმების პროცესში. ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის უმნიშვნელოვანესი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, იყოს ინვესტიციები და სხვა"-აცხადებს რიკერი.