ბათუმში, მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა
ბათუმში, მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

A+ A-

10:38 10/06/2021

ბათუმში, მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, "მაგნოლიას" საცხოვრებელ კორპუსში დღის ბოლოს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა აივანზე წონასწორობა დაკარგა. მის დახმარებას ერთ-ერთი გამვლელი მამაკაცი შეეცადა, რამაც დაცემა ოდნავ შეამსუბუქა.

ექიმების შეფასებით, 30 წლამდე ქალს სხეულის მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმული შოკი აქვს. ის მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ითვლება.