"ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს ქვეყნის განადგურებაში"
"ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს ქვეყნის განადგურებაში"

A+ A-

18:36 10/06/2021

"ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ, ან სრული იდიოტები არიან!"-ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გიორგი გახარიას თანაპარტიელების განცხადებებს .

"ეს პორტი 2013 წლის ბოლოს უნდა გამეხსნა ჩვენი გეგმით, და ჩვენ ყოველთვის, უფრო ადრე ვასრულებდით გეგმას, ვიდრე ქაღალდზე ეწერა და ესენი, გვიყვებიან, რომ პორტი ვერ გაკეთდებოდაო?! ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს, ქვეყნის განადგურებაში და მე მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და თუ არ ახსოვს, გავახსენებთ და ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ და დავანახებთ, რომ სხვანაირად შეიძლება მუშაობა ძალიან მალე", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

პარტია "საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", იმ ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ ამ პროექტის განხორციელების ვალდებულება, მათ ეს ვალდებულება დაარღვიეს "არა ერთხელ, არა ერთ ნაწილში, უამრავჯერ და დღეს ამ სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციით პორტი ვერ ააშენეს, მაგრამ პოლიტიკურ მშენებლობას განაგრძობენ".