"სლოვაკეთს უნდა საქართველო იხილოს გაწევრიანებული როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში“
"სლოვაკეთს უნდა საქართველო იხილოს გაწევრიანებული როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში“

A+ A-

22:20 10/06/2021

"საქართველო როგორც რეგიონში ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმაში არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. როგორც კულტურულად ასევე, ისტორიულად საქართველოს აქვს ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარიან კელისთან ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრისას.

გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ, მარიან კელის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.  კოლეგას, ნიკოლოზ სამხარაძემ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ქვეყნის ამბიციური გეგმა გააცნო.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე, ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

"სლოვაკეთს უნდა საქართველო იხილოს გაწევრიანებული როგორც ნატოში ასევე, ევროკავშირში“, - აღნიშნა მარიან კელიმ.

მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების გზებზე, მათ შორის,  საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო კომიტეტების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.