სალომე ზურაბიშვილმა მონაკოს სამთავროს პრინცი საქართველოში მოიწვია
სალომე ზურაბიშვილმა მონაკოს სამთავროს პრინცი საქართველოში მოიწვია

A+ A-

23:47 10/06/2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაკოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაკოს სამთავროს პრინცთან შეხვედრისას პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

საუბარი შეეხო ასევე, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების თემებს.

"განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.  

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განიხილეს მონაკოდან სომალიების საქართველოში ჩამოყვანის საკითხი, რომლის ინიციატივითაც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა", - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.