ქუთაისის "ტორპედოში" კახა ჩხეტიანი დაბრუნდა
ქუთაისის "ტორპედოში" კახა ჩხეტიანი დაბრუნდა

A+ A-

18:58 22/06/2021

ქუთაისის "ტორპედოში" კახა ჩხეტიანი დაბრუნდა. ის კლუბის ახალი მთავარი მწვრთელი იქნება. მასა და გუნდს შორის კონტრაქტი დღეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ტორპედოს" ოფიციალურმა გვერდმა განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

"კახა ჩხეტიანი უკვე ოფიციალურად ტორპედოელია. დღეს მან კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. კახა ჩხეტიანი წლების შემდეგ, მის პირველ ოფიციალურ მატჩს "ტორპედოსთან" ერთად, დღეს, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს. დამატებით დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ"-აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ დაკავებული თანამდებობა 2 თვის წინ დატოვა. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

კლუბსა და კახა ჩხეტიანს შორის კი კონტრაქტი, 2019 წლის ბოლოს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.