იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში უკვე ჩავიდა და ვითარებას ადგილზე სწავლობს
იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში უკვე ჩავიდა და ვითარებას ადგილზე სწავლობს

A+ A-

11:43 23/06/2021

კულტურის მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის ინფორმაციით, იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი გელათში უკვე ჩავიდა და ვითარებას ადგილზე სწავლობს.

"კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, პანდემიის პირობებში, უსწრაფეს ვადებში მოხერხდა ევროპელი ექსპერტების ჩამოყვანა გელათის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩამოსული არიან ფერწერის, სახურავის ექსპერტები, ისინი დასვამენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, რა სიტუაციაა შექმნილი. შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, იქ გაკეთდება ყველაფრის ანალიზი და მივიღებთ რეკომენდაციებს, რა ნიბიჯები უნდა გადავდგათ პრობლემების მოსაგვარებლად. მას შემდეგ, რაც გვექნება ზუსტი დიაგნოზი, თუ რაშია პრობლემა და მათი რეკომენდაციები, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები ქართველ სპეციალისტებთან ერთად, პრობლემის მოსაგვარებლად.

ექსპერტები ადგილზე იმყოფებიან და მუშაობენ. ექსპერტების სურვილი იყო, რომ თავიანთი საქმიანობის პირველ ეტაპზე მედიასთან ურთიერთობისგან თავი შეეკავებინათ. ჩვენ მათ ვერაფერს დავაძალებთ. მთელ მსოფლიოში ასეთი პრაქტიკაა, რომ ექსპერტებს მუშაობა უნდა ვაცადოთ“– განაცხადა კახა სიხარულიძემ.