"ერთხელ უნდა მოგიყვეთ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი"
"ერთხელ უნდა მოგიყვეთ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი"

A+ A-

17:51 26/06/2021

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია მისი ძმის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ტვიტერზე" წერს.

"ურთულესი პერიოდი გავიარეთ უდავოდ, ცოტნეს გადარჩენა მარტივი საქმე არ იყო, რისთვისაც უდიდესი მადლობა "ფონდ ქართუს" და შემდგომ, ყველა პროცესის მონაწილეს. მადლობა განსაკუთრებულად ანას, გამძლეობისთვის და ცოტნეს უკიდეგანო სიყვარულისთვის. ვიღაცეების ბოროტი მონაროშები მხოლოდ მათ მიუბრუნდებათ", - წერს გამსახურდია.

"მეგობრებო, პირველ რიგში უდიდესი მადლობა სიყვარულისთვის და იმ დადებითი ემოციებისთვის, რომელსაც ვგრძნობთ თქვენი მხრიდან. სწორედ პოზიტივი და მხოლოდ პოზიტივი, საყვარელი ადამიანების გარემოცვა, სიმშვიდე და სპეციალური ვარჯიშები არის ექიმის ის დანიშნულება, რომლითაც ჩამოვედით, ასევე ექიმის რეკომენდაციით, მშობლიურ ქვეყანაში. დღეს მომინდა თქვენც ყოფილიყავით თანამონაწილე ჩვენი, ჩემი და ცოტნე გამსახურდიას, #გიორგიგამსახურდია-ს, Ani Abuladze-ს, Konstantine Gamsakhurdia-ს ბოლო პერიოდის ერთგვარი ტრადიციისა, როცა ერთად, თუნდაც დისტანციურად, ვხარობთ წინ გადადგმული ყოველი პატარა ნაბიჯით ცოტნეს საბოლოო გამოჯანმრთელების გზაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს, სიყვარულს და ვამხნევებთ ერთმანეთს. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებს ახლა - ცოტნე დაუბრუნდეს მის ჩვეულ მდგომარეობას, და, რადგან ძალა ერთობაშია, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.

თქვენ არ იცით რეალურად როგორი ძმობა, სიყვარული და თავგანწირვა შეუძლიათ ერთმანეთისთვის, საყვარელი ადამიანებისა თუ ქვეყნისთვის ამ სამ ძმას. ერთხელ უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი", - წერს ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში.