"გელათში გავატარეთ რამდენიმე დღე, სიტუაცია არ არის სახარბიელო"
"გელათში გავატარეთ რამდენიმე დღე, სიტუაცია არ არის სახარბიელო"

A+ A-

17:58 28/06/2021

"გელათში სიტუაცია არ არის სახარბიელო" - აღნიშნულის შესახებ იუნესკოს ექსპერტებმა ისაუბრეს. მათ გელათის სამონასტრო კომპლექსში მუშაობა დღეს დაასრულეს.

სპეციალისტებმა, ერთი კვირის განმავლობაში, როგორც ტაძრის შიგნით, ასევე სახურავზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. მათი ინფორმაციით, ტაძარში ინფილტრაცია გრძელდება, ასევე რთული მდგომარეობაა ფრესკებთან მიმართებით.

"უნდა ვნახოთ რა პრობლემის წინაშე ვდგავართ, უნდა ჩატარდეს კვლევები, რომ არ მოხდეს შეცდომა. ყველაფერი უნდა შევისწავლოთ დაკვირვებით და ამას სჭირდება დრო. გელათში გავატარეთ რამდენიმე დღე, გულწრფელად რომ გითხრათ, სიტუაცია არ არის სახარბიელო. წყლის ინფილტრაცია გრძელდება და ეს იწვევს მონასტრის დაზიანებას", - განაცხადეს ექსპერტებმა.

როგორც მათ დღეს პრესკონფერენციაზე განმარტეს, იტალიაში დაბრუნების შემდეგ დადებენ დიაგნოზს და რეკომენდაციებს. სწორედ ამის შემდეგ სამინისტრო შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავს.

იუნესკოს ექსპერტები და სპეციალისტები საქართველოში კულტურის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდნენ.