"იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა, ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა"
"იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა, ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა"

A+ A-

13:53 30/06/2021

მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობას დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"კარგია, რომ მაინც მოუწია ჟვანიას წასვლა, მაგრამ:
1. კიდევ ერთხელ მეტყველებს სისტემის სიმახინჯეზე, როცა უნდათ, რა სოუსითაც უნდათ, ისე რომ მიიღება გადაწყვეტილებები.
2. იტყუება, რომ თავად გადაწყვიტა.
3. ერთი კვირის წინ ზუსტად საპირისპირო თქვა, უპატივცემულობა კიდევ ერთხელ.
4. ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა.
5. გამყალბებელთა კლანი ჯავახიშვილის თაოსნობით კომფორტულად არიან", - წერს ხოშტარია.