"დაიწყეთ მოახლოებული არჩევნების წინ ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენზე? არ შეგარჩენთ!"
"დაიწყეთ მოახლოებული არჩევნების წინ ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენზე? არ შეგარჩენთ!"

A+ A-

18:12 30/06/2021

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და წალკაში მომხდარ ინციდენტში დამნაშავის დაკავებას მოითხოვს.

"შსს, სასწრაფოდ დააკავეთ ეს ნაბიჭვარი თავდამსხმელი, ვიღაც გამგებლის ბიძა!!!! თავდასხმა მოხდა ჩემს ორ უსაყვარლეს ბავშვზე, ჟურნალისტ ნინი ელიკა -ზე და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეზე. Pa Po, რომელსაც თვალი დაუზიანეთ აქციაზე, თვეების წინ და ოპერაცია დასჭირდა. დაიწყეთ მოახლოებული არჩევნების  წინ  ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენზე? არ შეგარჩენთ!!!!!!!!! ველოდები, როდის დააკავებთ ამ ნაძირალა აფრასიძეს", - წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

"ტვ პირველის" გადამღებულ ჯგუფს ფიზიკურად დღეს წალკაში გაუსწორდნენ.