"ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა-გამოჯანმრთელების გზების დასადგენად"
"ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა-გამოჯანმრთელების გზების დასადგენად"

A+ A-

14:31 01/07/2021

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე" წერს, რომ  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც შესაბამის გამოკვლევებს იტარებს.

"ცოტაოდენი სიახლეები გულშემატკივრებს: კეთილი ადამიანების, მეგობრების და ბევრი კარგი ხალხის რჩევის, თხოვნის, მოთხოვნის და დახმარების შედეგად, ვიმყოფები გერმანიაში კვლევებზე და ფეხზე დადგომა/გამოჯანმრთელების გზების დასადგენად. მიუხედავად ბევრი დიდი თუ პატარა პრობლემისა, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ. თუმცა, წინ ჯერ კიდევ გრძელი  და რთული გზაა...

ყველას, ნაცნობებს და უცნობებს, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ვინც მწერთ, მეხმიამებით და მუდმივად კითხულობთ ჩემს ამბავს"- წერს ხიდაშელი.

თინა ხიდაშელმა კოვიდი, რამდენიმე თვის წინ, რთულ ფორმებში გადაიტანა.