"ღმერთო, რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა"
"ღმერთო, რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა"

A+ A-

16:04 02/07/2021

"ღმერთო რა სამარცხვინო და სამწუხარო განცხადებაა"- ასე ეხმაურება "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი რიონის ხეობის მცველების განცხადებას.

"საერთოდ არ მიხარია "I told you so" პოსტები ნამოხვანის მოძრაობაზე. მერჩივნა მათი მხარდამჭერი განცხადება მენახა და პირიქით გვქონოდა სათქმელი, თუმცა არ გამართლდა მოლოდინები ამ მოძრაობის ლიდერების ღირებულებებზე. პრობლემურ ნაციონალისტურ და შოვინისტურ ნარატივებს, ტიპებმა ღიად ჰომოფობიაც და ძალადობის წახალისებაც დაუმატეს. კვერი დაუკრეს ფალავანდიშვილებს და საპატრიარქოს. ეს მაშინ, როცა ქვიარები მათი ბრძოლის ნაწილი იყვნენ პირველი დღიდან"-წერს თაბაგარი სოციალურ ქსელში.

"რიონის ხეობის მცველები" თბილისი პრაიდს გაემიჯნენ, როგორც "სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას".