"ტორპედო" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, დაიშალოს
"ტორპედო" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, დაიშალოს

A+ A-

12:53 03/07/2021

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, დაიშალოს.

ფეხბურთელებმა 4 ივლისს, ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რის გამოც "ტორპედო" მოედანზე მოზარდთა შემადგენლობით გავა.

ინფორმაციას ადასტურებენ კლუბის პრესსამსახურშიც.

"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურის მატჩში, საბურთალოს წინააღმდეგ, მონაწილეობას ძირითადი გუნდის არც ერთი ფეხბურთელი არ მიიღებს. კლუბი აღნიშნულ შეხვედრაში მეორე გუნდის, ასევე U19_ის და U17_ის ფეხბურთელებით იასპარეზებს"-აღნიშნულია "ტორპედოს" განცხადებაში.

ფინანსური პრობლემების გამო "ტორპედოს" ფერხურთებელი ტოვებენ. ის ოფიციალურად ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა უკვე დატოვა.

ქუთაისის "ტორპედოში“ იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი მივიდა, მაგრამ მათ კლუბი მალევე დატოვეს. კლუბი ამ ეტაპზე მერიის ბალანსზეა.