"თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ"
"თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ"

A+ A-

17:54 05/07/2021

უფლებადამცველ ბაია პატარაიას ინფორმაციით, ​რადიკალური ჯგუფები თავს დაესხნენ "ადამიანის უფლებათა სახლს", დაშავებულია ერთი ადამიანი.

"ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტქნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც დარბევის მასშტაბები.

ასე ხდება, როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს...

სახელმწიფო არ გვაქვს! "ქართული ოცნების" მმართველობა უნდა დასრულდეს.

აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?", - წერს პატარაია სოციალურ ქსელში.