"აი, ამას ვამბობ, პროვინციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან!"
"აი, ამას ვამბობ, პროვინციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან!"

A+ A-

18:18 05/07/2021

ჩემი შვილიშვილი მოდიოდა, ჩემთნ სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რეჟისორი ქეთი დოლიძე წერს.

"ეს რა მხეცობაა, ლუკას და ორ მის მეგობარს აი, ესე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი! აი, ამას ვამბობ, პროვინციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან! ვინ საიდან მოდის და მიდის უკვე არავინ იცის!

ეს არის გაუნათლებლობა სიბნელე და უბედურება! საით მიდიხართ ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ? ასე იცავთ "ქართველობას"?

რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან???? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!!!", - წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.