გორში, გაზგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
გორში, გაზგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

A+ A-

22:41 08/07/2021

გორში, გაზგასამართ სადგურზე ხანძარი იყო. ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც თხევადი გაზის 20-ტონიანი ავზიდან აირით ავტოცისტერნა იტვირთებოდა.

ცეცხლის ჩაქრობა სწრაფადვე მოხდა, ადგილზე ორი სახანძრო ჯგუფი და სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ.

შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ავტოცისტერნის მძღოლი.

დაშავებულები დამწვრობით გორის სამედიცინო ქსელ „გორმედში“ მიიყვანეს. როგორც სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ აცხადებენ, ორის მდგომარეობა მძიმეა და მათ თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.