პიანისტი სანდრო გეგეჭკორი "მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა
პიანისტი სანდრო გეგეჭკორი "მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა

A+ A-

10:45 15/07/2021

20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებული გახდა.

გამარჯვებულის დიპლომთან ერთად, პიანისტს ფულადი ჯილდო – 25 000 ევრო გადაეცემა.

მარია კანალსის საერთაშორისო კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა. ფინალურ ტურში გუშინ საღამოს ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი დაუკრა.