"თუ არ იქნება მკაფიო შედეგები, გზავნილები, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს ძალადობისკენ წახალისება იქნება"
"თუ არ იქნება მკაფიო შედეგები, გზავნილები, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს ძალადობისკენ წახალისება იქნება"

A+ A-

15:11 16/07/2021

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 5 ივლისის მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საჭიროა მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა შედეგი მოჰყვება.

"ძალადობა მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებისგან უნდა იყოს ძალიან მკაფიო, ძლიერი გზავნილი, რომ დადგება შედეგები მათთვის, ვინც აქეზებს ძალადობისკენ, ვინც ძალადობრივად თავს ესხმის მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად იყენებენ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებებს.

თუკი არ იქნება მკაფიო შედეგები, მკაფიო გზავნილები იმის შესახებ, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს კიდევ მეტი ძალადობისკენ წახალისება იქნება. ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს დაცული და უსაფრთხო გარემო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ", - განაცხადა დეგნანმა.