ბათუმში 51 წლის ქალი მე-13 სართულიდან გადმოვარდა
ბათუმში 51 წლის ქალი მე-13 სართულიდან გადმოვარდა

A+ A-

19:09 16/07/2021

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსიდან 51 წლის ქალი მე-13 სართულიდან გადმოვარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული მრავლობითი მოტეხილობით კლინიკა "ბაუში" გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.