ფოთში, პორტთან მცხოვრები დევნილები აქციას მართავენ
ფოთში, პორტთან მცხოვრები დევნილები აქციას მართავენ

A+ A-

15:14 17/07/2021

ფოთში, პორტთან მცხოვრები დევნილები აქციას მართავენ. ისინი უკვე წლებია, პორტის ტერმინალში ღია წესით ქიმიური ტვირთების დამუშავებას აპროტესტებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი ადგება, ხელისუფლება კი მათ პროტესტზე არ რეაგირებს. ისინი ტერიტორიიდან განსახლებას ითხოვენ.

"ძირითადი პრობლემა არის მტვერი, გამონაბოლქვი და ხმაური, რომელიც გაუსაძლის ხდის აქ ცხოვრებას. პორტის გაფართოვებასთან დაკავშირებით მოხდა ჩვენს საცხოვრებელ სივრცეში ამ პორტის ფაქტობრივად შემოჭრა. გარკვეული ტერიტორია ჩამოგვაჭრეს და გადასცეს პორტს, რის შემდეგად დაიწყო რაღაც ქიმიური ნივთიერებების ღია წესით დამუშავება. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს საზიანოა, ყოველდღიურად ვიწამლებით. საფრთხეში არიან ბავშვებიც", - აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეები დღეს გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.