ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

11:19 18/07/2021

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრ საჯიდ ჯავიდს, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, თვითიზოლაციაშია გადასული, მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს მხნედ გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ ჯავიდმა წინა დღეს შეხვედრა გამართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან. ჯერჯერობით უცნობია, გადავა თუ არა ბრიტანეთის პრემიერი თვითიზოლაციაში.

ბოლო რამდენიმე დღეა, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის მასობრივი გავრცელება შეინიშნება. გასულ დღეს ქვეყანაში 54 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.