სტეფანე მღებრიშვილი - მე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ან სხვა მუსიკოსებმა?
სტეფანე მღებრიშვილი - მე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ან სხვა მუსიკოსებმა?

A+ A-

14:29 19/07/2021

"მე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ან სხვა მუსიკოსებმა?"- მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების რთულ მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მას კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა აცნობეს, რომ 1 აგვისტოს ყველა კლუბს კეტავენ.

"ე.ი ორი წელი ნორმალური სამსახური ხომ არ მქონია. კონცერტი არ მქონია ერთი წელია. ახლა გავიგე, რომ 1 აგვისტოს ყველა კლუბს ჩაკეტავენ და ის დაგეგმილი ერთი კონცერტიც არ მექნება. ვინმე ფიქრობს, რა გაქანებითაც ჩემი შრომით ვცხოვრობდი და არავის არაფერს ვთხოვდი, ყველა გადასახადს ვიხდიდი… მე როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ან სხვა მუსიკოსებმა?

ახლა ეს პოსტი სხვა რამეზეა. ყოველ დღე მომდის შორეული ნაცნობების მოთხოვნა, რომ ფული მივცე, "ვასესხო" და რომ ვსინავ, ისეთი ნაწყენები არიან, ისეთებს მწერენ, მეტი არ შეიძლება…ძალიან დიდი ბოდიში და რამე ბიზნესი მაქვს და არ ვიცი, ვინმე კორუმპირებული ტიპი ვარ და დახმარებას მთხოვთ? აქეთ დასახმარებელია ჩვენი სფერო, რომელზეც არავინ ფიქრობს!

პ.ს: რამდენი თანხაც ვალად მაქვს გაცემული, ეგ რომ დამიბრუნოთ, ნახევარი წელი პრობლემების გარეშე ვიგულავებ! ამიტომ, ნუ შემეცით!"- წერს სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.