ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე სამი ქალის კანდიდატურა განიხილება
ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე სამი ქალის კანდიდატურა განიხილება

A+ A-

15:36 19/07/2021

ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე სამი ქალის კანდიდატურა განიხილება.

"პოლიტიკოს“ ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე შესაძლო კანდიდატები იყვნენ ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი კერსტი კალიურანდი.

იენს სტოლტენბერგს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე უფლებამოსილება 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ის აღნიშნულ პოსტს 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს. მისი შემცვლელის ვინაობა მომავალ წელს დასახელდება.