ჯიმ რიში - ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება
ჯიმ რიში - ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება

A+ A-

10:57 21/07/2021

"ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება", - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა.

"თავად მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წელს, როცა არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებლნი ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ჩამოდიან ვაშინგტონში, მუდამ, სხვადასხვა პარტიები და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენთან ჩაერთოს, კავშირი ჰქონდეთ და მხარი დავუჭიროთ მათ პოილიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს და ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი", - განაცხადა ჯიმ რიშმა.