მარნეულში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა
მარნეულში მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა

A+ A-

11:02 21/07/2021

მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში მკვლელობა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი, ასევე, დაჭრილია ორი პირი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. დაღუპულია მამა და მისი ქალიშვილი, ხოლო დაჭრილი არიან დედა და მეორე შვილი.

არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით სახლში მოკლული ქალი ყოფილი მეუღლე შეიჭრა და შურისძიების მიზნით ესროლა.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლთან დიდი ხნის განქორწინებულია. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.