"თუ ყველა მოქალაქე აიცრება და არ დაარღვევს წესებს, დარწმუნებული იყავით, რომ შევაჩერებთ"
"თუ ყველა მოქალაქე აიცრება და არ დაარღვევს წესებს, დარწმუნებული იყავით, რომ შევაჩერებთ"

A+ A-

13:04 21/07/2021

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, აიცრან.

მისი განმარტებით, ვაქცინაცია ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებელია.

"ყველა, ვინც აცრილები არ ბრძანდებით, წაბრძანდით და აიცერით სულყველა და მეორე, რაც დღეს გაკეთდა, რომ არც ერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული, დღეს, მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით, რომ არ დამერღვია წესი. თუ ყველა მოქალაქე გააკეთებს, რომ აიცრება და არ დაარღვევს წესებს, რომელიც რეკომენდებული და დანერგილია, დარწმუნებული იყავით, რომ შევაჩერებთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.