"ქვეყნის ჩაკეტვა და რეგულაციების გამკაცრება ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარაფერს გავაკეთებთ"
"ქვეყნის ჩაკეტვა და რეგულაციების გამკაცრება ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარაფერს გავაკეთებთ"

A+ A-

15:47 21/07/2021

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ქვეყანაში გაუარებულ ეპიდმდგომარეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ რეგულაციები ისევ გამკაცრდება და ქვეყანა ჩაიკეტება, სექტორი კიდევ უფრო დაზარალდება.

"ევროპული ჯავშნები, ეს არის თითზე ჩამოსათვლელი ჯავშნები. სანამ ქვეყანაში ასეთი კატასტროფული მდგომარეობა იქნება აცრისა და პანდემიის თვალსაზრისით, ჩვენთან, ევროპაში ჩამოსული სტუმრები ნამდვილად თავს შეიკავებენ.

ისრაელის ბაზარი, რომელიც 23-დან ჩაიკეტა, ვგულისხმობ, ისრაელიდან ჩამოსულ სტუმრებს, უკან დაბრუნების შემდეგ 1 კვირა იზოლაციაში უნდა იყვნენ, ამან ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმს.

4.5 მილიარდი ლარია სექტორის ვალი. ახლა ქვეყნის ჩაკეტვა და რეგულაციების გამკაცრება, ისე რომ ქვეყანა ჩაიკეტოს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვეღარაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.