კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იქმნება
კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იქმნება

A+ A-

18:21 21/07/2021

კულტურის კომიტეტთან, დარგში მრავალმხრივი რეფორმების განსახორციელებლად, საკითხების სიღრმისეულად შესასწავლად და  მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად  სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება.  სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

საბჭო უზრუნველყოფს კულტურის სფეროში  არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და გაანალიზებას, მათი დაძლევის გზების, ახალი შესაძლებლობების და სამომავლო გეგმების დასახვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე  30 ივლისს საკონსულტაციო საბჭოს მომავალ წევრებთან გაცნობით შეხვედრას გეგმავს.