"ზოგი ადამიანის სიკვდილიც კი არაფერია სულიერ სიკვდილთან, ჩვენ უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ"
"ზოგი ადამიანის სიკვდილიც კი არაფერია სულიერ სიკვდილთან, ჩვენ უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ"

A+ A-

18:37 21/07/2021

ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ მათ 5 ივლისს, "უდიდესი ბოროტება ალაგმეს" და ამას მომავალშიც გააგრძელებენ, ქუჩაში გამოვლენ.

"ზოგი ადამიანის სიკვდილიც კი არაფერია სულიერ სიკვდილთან. ამიტომ, ჩვენ უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ. ჯერ ერთი, არა მარტო მე, იქ უამრავი ადამიანი იყო. ჩვენ ამის შემდეგ ყოველთვის გამოვალთ. ყველას ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ. ჩვენ ვერ გავჩერდებით. გამოვალთ, მაგრამ, თუ სახელმწიფო მანქანა მოინომებს ამის ძალით გატარებას, ხალხის ცემას, დარბევას, მერე შეიძლება ხალხი გამწარდეს და ანგარიშსწორება დაიწყოს"- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

იგივე აზრზეა ალექსანდრე ფალავანდიშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ მოძალადე ჯგუფის წევრებს მხოლოდ იმიტომ ვერ დააკავებენ, რომ ეს "ვიღაც ელჩს" სურს.

"ჩვენ მთავრობის ელექტორატი არ ვართ. მე 2012 წლის მერე სულ მთავრობის წინააღმდეგ ვარ, იმიტომ რომ ზუსტად მთავრობა, ოპოზიციასთან ერთად ამ ლიბერალური ლგბტ კანონების მიღებაშია ჩართული, ანტიდისკრიმინაციული კანონით დაწყებული, ბავშვთა კოდექსით დამთავრებული.

დაჭერას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი. ის რომ ვიღაცა ელჩმა მოითხოვა, ან თუნდაც უცხო ქვეყნის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში ამერიკის, ეს არ არის მიზეზი ადამიანის დაკავების"- განაცხადა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.

5 ივლისს, რადიკალი და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების ძალადობის შედეგად, რამდენიმე მოქალაქე და 53 მედიის წარმომადგენელი დაშავდა.