"ჩვენ აუცილებლად გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატი"
"ჩვენ აუცილებლად გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატი"

A+ A-

18:59 21/07/2021

"ჩვენ აუცილებლად გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატი", - აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
 
"ჩვენ აუცილებლად გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატი, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. შესაბამისად, კონკრეტული კანდიდატურა დღეის მოცემულობით მაგიდაზე არ გვიდევს, თუმცაღა მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა",- განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე განმარტებით, გუნდში ბევრ შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ.

"ვერც ვერაფერს დაგიდასტურებთ და ვერც ვუარვყოფთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა ბევრ კანდიდატურაზე"– განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.